ხობში და თორსაში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს

 

ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგება ხელოვნური საფარი.
პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 350 000 ლარზე მეტია.
ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამის ფარგლებში 26 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.