2026 წლის 18 ივნისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ხობის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი აღიარება ხვდა წილად ქალბატონ ლალი ჩიტაიას — პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მას საპატიო პრიზი სპმთპ-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაია კობახიძემ საზეიმოდ გადასცა.
ლალი ჩიტაია: „ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მადლობას ვუხდი ქალბატონ მაიას, რომელიც მუდმივად ზრუნავს მასწავლებლებისა და ლიდერების ღვაწლის წარმოჩენაზე. ასევე, უღრმესი მადლობა ხობის რაიონული ორგანიზაციის თითოეულ წევრს — ეს ჩვენი საერთო გუნდური მუშაობის შედეგია!“
„ხობი ინფო“ ულოცავს ქალბატონ ლალის ამ დამსახურებულ ჯილდოს და შემდგომ პროფესიულ წარმატებებს უსურვებს მასსა და მის გუნდს!
