მიმდინარე 2026 წლის 19 ივნისს,
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მოინახულა სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიის მარჯვენა მხარეს, ურთის მთის ერთ-ერთ შემაღლებულ ბორცვზე მდებარე ისტორიული ძეგლი (ეკლესიის ნანგრევი), რომელსაც ხალხი „აია სოფია“-ს უწოდებს.
ეს ისტორიული და სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი სიწმინდე დიდი ხანია ელოდება გადამრჩენელის მზრუნველ ხელს და ჩვენდა სასიხარულოდ, მას გამოუჩნდა გულშემატკივარი:
ხობის მკვიდრის, ბატონ ზურაბ ფილიპიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეუფე გრიგოლის კურთხევით მან იტვირთა ეს ისტორიული მნიშვნელობის საშვილთაშვილო საქმე; მას დაევალა ამ ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ - ურგანიზაციულ და სამშენებლო საქმეთა უზრუნველყოფა.
აია სოფია-ს აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ზედამხედველობა დაევალა მღვდელმონაზონ ანტონ შავლიაშვილს, პირველი მაისის მამათა მონასტრის წინამძღვარს.
მოცემული დროისთვის თითქმის დასრულებულია სამუშაოთა არქეოლოგიური ნაწილი; ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტაძრის აღდგენის სპროექტზე, რაც სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
ტაძრის აღდგენას და მის მიმდებარედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას სოლიდური ფინანსურ-მატერიალური რესურსი სჭირდება და ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეში თავის წონად სიტყვას იტყვიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები.









