ხობის მუნიციპალიტეტის მერი გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის ჩემპიონ ბადმინტონელებს შეხვდა

 


ხობის მუნიციპალიტეტის ილია ქვარცხავას სახელობის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის ვაჟ ბადმინტონელთა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე დასავლეთ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ჩემპიონ გუნდის წევრებს, მათ მწვრთნელსა და სკოლის დირექტორს შეხვდა, პირადად მიულოცეს ეს  გამარჯვება და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაღმა საჯიჯაოს სკოლის პედაგოგის, თემურ ნანეიშვილის ღვაწლს. მას მუნიციპალიტეტში ბადმინტონის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური ჯილდო გადასცეს.