ხეთას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება

 


🏫ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში იმყოფებოდნენ, სადაც რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

🏗️სოფელ ხეთას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა დაასრულა. პროექტის ფარგლებში სკოლა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

📚განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოეწყო თანამედროვე საკლასო სივრცეები, განახლდა საპირფარეშოები, მოეწყო სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო სკოლის ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები.

👉იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/oDOwe ნაკლების ჩვენება