ტურნირის გამარჯვებული ჭალადიდის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ქარიატის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი თორსის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
ტურნირი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული ადგილობრივი ვაჟკაცების ხსოვნის უკვდავყოფასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებსა და ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებულ ფეხბურთელებს შესაბამისი თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ შეჯიბრებას ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, ტურნირის ორგანიზატორებმა, მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. ნაკლების ჩვენება.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)