ხობელი სპორტსმენები ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე გაემგზავრნენ

 


2-6 ივნისს ბათუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე ხობის მუნიციპალიტეტი სპორტის ხუთ სახეობაში ათი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ახალგაზრდა ხობელ სპორტსმენებს შეხვდნენ და ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა უსურვეს.
უმნიშვნელოვანესი ახალგაზრდული ღონისძიება სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს თორმეტივე რეგიონის მონაწილეობით გაიმართება.
ფესტივალი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ნაკლების ჩვენება