ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის ცენტრალურ პარკში „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, ბავშვთა ნახატების გამოფენა, ზღაპრების გმირების შოუ პროგრამა და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.