მიმდინარე წლის 21 ივნისს ქალაქ ქობულეთში ჩატარდა ქობულეთის ღია პირველობა მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მკლავჭიდელებთან ერთად ა(იპ) "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის " მკლავჭიდელებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ხობელებმა ღირსეულად იასპარეზეს და შეჯიბრზე წარმოდგენილი 8 წონიდან 5 წონაში ჩემპიონობა მოიპოვეს. მათ ანგარიშზე საერთო ჯამში, 5 ოქროს, 3 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი და გუნდური I ადგილია.
ჩემპიონები გახდნენ:
გოგი ბუკია 🥇
გიგი ცირდავა 🥇
მერაბი გვალია 🥇
გიორგი ბუსქანძე 🥇
დავით წულაია 🥇
ვერცხლის მედლები მოიპოვეს :
საბა დანელია 🥈
ნიკო ზარანდია 🥈
გიორგი ბუსქანძე 🥈
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
ბექა ჟიშქარიანი 🥉
გიორგი ტყემალაძე 🥉
ირაკლი ჭითანავა 🥉
გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა კობა თუთბერიძემ და მწვრთნელმა გოგა დანელიამ.
