თბილისში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდის – ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.