ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნა

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ქარდავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.