სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ბიოგრაფია.
🟨 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ბიოგრაფია.
ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს, თბილისში.
◾ 1973 წელს დაამთავრა თბილისის 134-ე საშუალო სკოლა;
◾ 1974-1976 წლებში სწავლობდა უკრაინაში, კრივოი-როგის სამოქალაქო საავიაციო სასწავლებელში;
◾ 1977-1978 წლებში სწავლობდა მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებულ პროფ. ტექნიკუმში.
◾ 1985-1988 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის კომპლექტაციის განყოფილების ტექნიკოსი;
◾ 1985-1988 წლებში იყო თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე (სტიქაროსანი);
◾ 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში;
◾ 1990 წლის 27 მარტს აკურთხეს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში;
◾ 1990 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია;
◾ 1990 წლის აპრილში გამწესებულ იქნა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად;
◾ 1990 წლის ნოემბრიდან დამატებით ეძლევა მორჩილება და ინიშნება აჭის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად;
◾ 1991-1995 წლებში ხელმძღვანელობდა ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებელ საღვთისმეტყველო კურსებს;
◾ 1991 წლიდან გამოსცემდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალს „წყარო“;
◾ 1994 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია, ღვთისმეტყველების ფაკულტეტი, „ღვთისმეტყველებლის მასწავლებლის“ კვალიფიკაციით;
◾ 1994 წლის 2 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით;
◾ 1995 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით ინიშნება მისივე ძალისხმევით ახლად დაარსებული ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის რექტორად;
◾ 1996 წლის 14 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის კრების მიერ გამორჩეულ იქნა ფოთის ეპისკოპოსად;
◾ 1996 წლის 21 მარტს აღკვეცილ იქნა ბერად, ხოლო 23 მარტს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით;
◾ 1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ, წმინდა სინოდის წევრთა თანამსახურებით აღესრულა არქიმანდრიტ გრიგოლის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად;
◾ 1996-2003 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე;
◾ 1997 წელს დააფუძნა ფოთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა;
◾ 2002 წელს დააფუძნა ზემო თეკლათის დედათა მონასტერთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია;
◾ 2003 წელს დააფუძნა ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის საშუალო სკოლა;
◾ 2003 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება;
◾ 2003 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
◾ 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობით კომისიას;
◾ 2007 წლის 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის წოდება;
◾ 2010 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალის „უფლის ციხე“ მთავარი რედაქტორი;
◾ 2012-2015 წლებში დააფუძნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი და დღემდე არის მისი რექტორი;
◾ 2017 წლის 31 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში (სადისერტაციო თემა: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
◾ 2022 წლის 14 მაისს ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებელი სემინარიის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა თეოლოგიის საპატიო დოქტორის წოდება.
⬛რჩეული ნაშრომები:
◼️ წიგნები:
◾ წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი. საღვთისმეტყველო ნარკვევები მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ (თანაავტორები: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, ნიკოლოზ კოპალეიშვილი), თბილისი: „ნეკერი“, 2024.
◾ იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017.
◾ ადამიანის უფლებათა ფილოსოფიის რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, თბილისი: „ფავორიტი პრინტი“, 2013.
◾ „კეთილ არს სჯული უკეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი“ ( 1 ტიმ. 1.8 ), [ავტ. დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი, ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვარი], ოზურგეთი, 1995.
◾ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოკლე კატეხიზმო კათაკმეველთათვის, შემდგ. მამა გურამი, [მე-2 გამოცემა], ოზურგეთი, 1992.
◼️ აკადემიური სტატიები:
◾ ანტონ ჭყონდიდელი, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021.
◾ იონა ხელაშვილი, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021.
◾ Iona Khelashvili`s Metaphysics, in: T. Iremadze/U. R. Jeck, Veritas et subtilitas. Truth and subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), Amsterdam/Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2017, pp. 431-439.
◾ თავისუფლების მეტაფიზიკა იონა ხელაშვილის მიხედვით, კრებულში: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016, გვ. 76-90.
◾ About Some Unknown Aspects of Iona Khelashvili’s (1778-1837) Life and Work, in: European Scientific Journal, special edition, vol. 2 (November, 2014), pp. 146-152.
◾ იონა ხელაშვილის ბიოგრაფიის რეკონსტრუირებისთვის, წიგნში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი, 2014, გვ. 101-116.
◾ ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014), გვ. 18-26.
◾ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, ჟურნალში: „გული გონიერი“, № 7, თბილისი, 2014, გვ. 7-22.
⬛ ჯილდოები:
◾ წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (სრულიად საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება - 25.12.2007).
◾ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი (საქ. პრეზიდენტის ბრძანება № 611 - 16.09.2008).
◾ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (საქ. პრეზიდენტის განკარგულება № 13/09/01 - 13.09.2012).
◾ წმინდა ნიკოლოზის ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 04/11/04 - 04.11.2013).
◾ ხობის საპატიო მოქალაქე (ქ. ხობის საკრებულოს გადაწყვეტილებით - 17.07.2011).
◾ ფოთის საპატიო მოქალაქე (ქ. ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით - 10.08.2016).
https://www.facebook.com/share/p/1CxyuPerUg/




