ნოჯიხევში კოლეჯ „ფაზისში“ ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს
18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის ლოკაციაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და სტუდენტებმა შთამბეჭდავი და ემოციური სანახაობა გამართეს.
ღონისძიება ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული სამოსის მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურებოდა. მონაწილეებმა განსაკუთრებული სითბოთი, შემოქმედებითობითა და პატივისცემით წარმოადგინეს ქართული იდენტობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები, რაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ✨
ამავე ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ
პროფესიული მომზადების პროგრამის „პირველადი დახმარება“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. 👏
ეროვნული სამოსი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით ფასეულია. 🇬🇪