შორენა კორტავას ახალი ნაშრომი — ხობელების საამაყო ინტელექტუალური შენაძენი



წინამდებარე ნაშრომი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი სამეცნიერო სივრცისთვის. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ სიღრმისეული სახელმძღვანელოს ავტორი ხობელი შორენა კორტავაა.

​გვეამაყება, რომ ჩვენი კუთხის შვილი ასეთი მაღალი აკადემიური დონის ნაშრომით წარსდგა მკითხველის წინაშე. წარმატებები ავტორს, ხობი ყოველთვის იამაყებს თქვენი ინტელექტუალური მიღწევებით!

ანოტაცია

 მოცემული ნაშრომი წარმოადგენს სალექციო

კურსს, სახელმძღვანელოს. მასში მიმოხილულია

რამენიმე ცნობილი ავტორის მოსაზრება საზოგადოებაში მნიშვნელად სოციალურ მოვლენებზე,

ტენდენციებზე, რომელიც თანამედროვე სოციუმს

ახასიათებს, ესენია სამომხმარებლო საზოგადოება, რეკლამის სოციალური ფუნქცია, გაჯეტები და

რობოტები, ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი, თაობათა შორის კონფლიქტის ან თანამშრომლობის შემთხვევები, კონვივიალისტური მანიფესტი, ანუ ნეოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკა,

აღზრდის განსხვავებული მეთოდები ევროპასა და

ამერიკაში, მარტოობა, როგორც სოციალური

პრობლემა. წარმოდგენილია ფრანგი ავტორის,

ჟილ ფერეოლის სოციოლოგიური გზამკვლევიდან

მნიშვნელოვანი საკითხები, ავტორისა, რომელიც

საქართველოში ზოგადად ნაკლებად კითხვადია.

ასევე პოლიტ-ეკონომიიდან საკითხები, რომელიც

სოციოლოგიასთან კვეთაში მოდის, მაგალითად

ბიუჯეტის დაგეგმვა, როცა მასში მონაწილეობს

რეკლამის ზეგავლენა, ქალის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება როგორ არღვევს გენდერულ სტერეოტიპებს. სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პერიოდიკის ტენდენციური საკითხები, რომელიც გამოდის წელიწადში სამჯერ

რეგულარულად და ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართე წრისათვის.

 ავტორები, რომელიც მოცემულ სახელმღვანელოში თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი

არიან ჟან ბოდრიარი, ალენ კეი, გაბრიელ ტარდი, მილორად პავიჩი, მარგარეტ მიდი (ჩვენ ყურადღება დავუთმეთ მის უკანასკნელ კვლევებს,

რომელიც სოციალიზაციის საკითზე კონცენტრირდება), ჯონ კინი და სხვა.

 თანამედროვე საზოგადოება ფართე ცნებაა.

მისით შეიძლება მოინიშნოს როგორც ინდუსტრიალური, ისევე პოსტინდუსტრიალური საზოგადოება. წიგნში არ არის გავლებული მკვეთრი

საზღვარი ინდუსტრიალურ და პოსტინდუსტრიალურ საზოგადოებებს შორის. შევეცადე უფრო

მეჩვენებინა განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა როგორ ხდება, რადგან ამ შემთხვევაში ცვლილებების არსი უფრო შესაგრძნობი და ცხადია.

შესავალი

 ნაშრომი ჟილ ფერეოლის სოციოლოგიური

გზამკვლევიდან საკვანძო საკითხების ანალიზით იწყება. ესენია აკულტურაცია, სოციალიზაცია, ჰაბიტუსი, ბიუროკრატია, ძალაუფლება, დევიაცია. ფერეოლი სოციალური მოვლენების და

ფაქტების ანალიზისას არის ზედმიწევნით პუნქტუალური. ცდილობს დაიწყოს გენეზისით და

გადადის უკვე სტრუქტურაზე. ეყრდნობა რამდენიმე ავტორს, როცა ადგენს რაიმე ტერმინის

მნიშვნელობას, ცდილობს ინტერდისციპილინარული ანალიზი მაქსიმალურად პროდუქტიულ შედეგებამდე მიიყვანოს.

 ჟილ ფერეოლი დაბადებულია 1954 წელს.

არის სოციოლოგიის პროფესორი ფრანს-კონტეს უნივერსიტეტში, სადაც ის ხელმძღვანელობდა სოციო-ანთროპოლოგიის ლაბორატორიას. ასწავლიდა გარდა ამისა სხვადასხვა ინსტიტუტებში, როგორც საფრანგეთში, ასევე მის

ფარგლებს გარეთ. მისი პუბლიკაციები რამდენიმე ენაზე პერიოდულად ითარგმნებოდა, რუსული, იაპონური და სხვა.

 შემდეგი თავი არის გაბრიელ ტარდის მიერ

დანახული რეალობა, როცა ეს ეხება როგორ

ხარჯავენ ადამიანები თანხებს კონკრეტულ

შემთხვევაში და მათ გასავალზე და არჩევანზე

რა გავლენას ახდენს რეკლამა. ტარდს აინტერესებს ადამიანის ბაზისური სოციალური მოთხოვნილება, რაც ვლინდება კომუნალური საჭიროებების მოგვარებაში და არამხოლოდ. შემოსავალი ინდივიდებს აქვთ ცხადია განსაზღვრული და განსხვავებული, მაგრამ დასაქმებული

ადამიანი თვიდან თვეზე ანაწილებს თავის ხარჯებს, მას აქვს პრიორიტეტები, რა არის უპირველესი და რა მეორეხარისხოვანი, თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ რეკლამის ზეგავლენით

ადამიანი აკეთებს სპონტანურ არჩევანს და ბაზისი საჭიროების დაკმაყოფილებას ამ დროს

რეკრეაციული დანიშნულების მქონე პროდუქტები ანაცვლებს. ის ძირითადად ინტერესდება

შემთხვევით, როცა თანხა არაა საკმარისი ძირითადი და მერეხარიხოვანი მოთხოვნილებების ერთდროულად უზრუნველსაყოფად. გაბრიელ

ტარდს აინტერესებს ფსიქოლოგია ადამიანისა,

რომელიც დავუშვათ არ იყიდის პროდუქტს და

შეიძენს უკანასკნელი თანხით პარფიუმს. რა

ლოგიკა მუშაობს ამ დროს.

 გაბრიელ ტარდი აფიქსირებს, მას მერე,

რაც მოწესრიგდა ქალთა შრომითი უფლებების

ირგვლივ კანონმდებლობა და ქალიც იმდენივეს გამოიმუშავებს, რასაც მამაკაცი, თუკი მას

აქვს საკმარისი განათლება და კომპეტენცია, ქალის გამოკეტვა სახლის კედლებში სულ უფრო

რთული გახდა. ადრე ასე ესმოდათ, რომ ქალი

ესაა პირველ რიგში დედა, მეუღლე, ოჯახის სიმყუდროვის მცველი. დღეს ქალები სულ უფრო

ნაკლებად ექვემდებარებიან გენდერულ სტერეოტიპებს, რადგანაც ფინანსური დამუკიდებლობა მათ უადვილებს არჩევანის თავისუფლებას

და მათ მოღვაწეობას ხდის უფრო მრავალფეროვანს.

 რობოტები და გაჯეტები ფრანგმა სოციოლოგმა, პოსტმოდერნისტმა ჟან ბოდრიარმა

თანმიმდევრულად გაანალიზა რამდენიმე მონოგრაფიაში და ესენია უპირატესად, ,,საგანთა

სისტემა“ და ,,სამომხმარებლო საზოგადოება“.

ბოდრიარი იწყებს იქედან, რომ ისტორიულად

რათა გადარჩებილიყო, იდგა ადამიანის წინაშე

ბუნების მოთვინიერების პრობლემა. ასევე

ფრანგი სოციოლოგი, დომენიკ კოლა რომელიც

ძირითადად პოლიტიკის სოციოლოგიის საკითხებზე მუშაობს, თავის ,,პოლიტიკურ სოციოლოგაში“ (რომელიც ქართულად თარგმნა რამდენიმე წლის წინათ დიუმას ცენტრმა), წერს: როდესაც ზევსმა შექმნა ცოცხალი სამყარო, თქმულების თანახმად ადამიანი სხვა დანარჩენ

ქმნილებათა ფონზე ყველაზე უმწეო ჩანდა, რაც

ძმების პრომეთეს და ეპიმეთეს აღშფოთების

საგანად იქცა. სამართალი რომ აღედგინათ,

მათ ჰეფესტოს ცეცხლი და მინევრას მოხერხებულება დასტყუეს. შემდეგ ზევსმა ადამიანისეული თავისი პირვანდელი ვერსია გადააფასა

და მათ ერთად ცხოვრების უნარი, პოლიტიკის

კეთების უნარი და სამართლის განცდის ქონა

დაანათლა. მას მერე ადამიანი აღემატება ცოცხალ არსებათა შორის ყველა ქმნილს. ბოდრიარი ცდილობს გააგრძელოს დომენიკ კოლას

ვერსია და ამატებს, ადამიანს შემოქმედის დარად თავისი ხატების შექმნის ფიქრი სდევდა

თან და ასე მივიდა წარმოების მექანიზაციაციიდან, ავტომატიზაციამდე რობოტების შექმნის

მომენტამდე. თუკი შემოქმედმა ადამიანი არ

სრულყო უკვდავებით, ადამიანმა რობოტი არ

სრულყო სქესით, რითაც გარკვეულწილად გაანეიტრალა იგი და პოტენციური საშიშროებების

ველიდან იმთავითვე გამოთიშა.

 რაც შეეხება გაჯეტებს, ადამიანს შრომის

შემსუბუქება, ასევე მუდმივად ამოძრავებდა და

ჩვენი ყოველდღიურობა ამიტომაცაა დღეს გადავსებული ათასი ჯურის დამხმარე ჭკვიანი

ტექნოლოგიით, რასაც გაჯეტებად მოვიხსენიებთ.

 ჯონ კინი წერს კომუნიკაციის თავისებურებებზე ელექტრონულ ველში. წიგნის შემდეგი

თავი ამ საკითხს ეთმობა. თავდაპირველად კომუნიკაციები, როცა საზოგადოება ნაკლებად

იყო ტექნიკურად განვითარებული, ხორციელდებოდა პირისპირ. ადამიანისთვის პრობლემას შეადგენდა სივრცე, დრო. შემდეგ გაჩნდა ისეთი

დაწესებულება, როგორიცაა ფოსტა და მან

გზავნილების მიწოდება ინტერპერსონალურ

და ჯგუფურ დონეზე როგორღაც მოაწესრიგა.

ფოსტის განვითარებას წარმოადგენს ტელგრაფი, ტელეგრაფის შესაძლებლობების დახვეწას

კი წარმოადგენს ელექტრონული მედია. ელექტრონულ ველში, ადამიანები ინტერეს ჯგუფების მიხედვით ერთიანდებიან და აქ სახელმწიფოს საზღვრებიც კი კარგავს არსებით მნიშვნელობას. დრო და სივრცე არაა ბარიერი კომუნიკაციისათვის. ჯონ კინი წერს ისეთ ნიუნასებზე,

როგორიცაა ციფრულ ეპოქაში მეშაპი, მემი, ეგრეთ წოდებული ექო კამერა, ჯოგური აზროვნების საფრთხე, მიმბაძველობა და ასე შემდეგ.

 მარგარეტ მიდი აკადემიური მოღვაწეობის

მოლო წლებში ამუშავებდა მარტოობის საკითხს და ფიქრობდა, რომ სოციალური ან კულტურული მარტოობა შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს განპირობებული არასწორი აღზრდით. შემდეგ ქვეთავში ჩვენ ვსაუბრობთ,

როგორია მიდის წარმოდგენით მოდერნულ საზოგადოებაში სწორი აღზრდა, აქცენტირებული

გადარჩენაზე და ხასიათის მდგრადობაზე. ზოგადად მიდი არაა მიკერძოებული, როდესაც

ხაზს უსვამს ამერიკულ ოჯახში ბავშვის აღზრდის მეთოდის უპირატესობას. თანამედროვე

ამერიკელი მშობელი, ამბობს მიდი, ცდილობს

ბავშვი იყოს თვითკმარი, ჰქონდეს განცდა, რომ

ის მნიშვნელოვანია და ზრდასრული ცხოვრების მანძილზე ფსიქოლოგიურად ყოველი უმნიშვნელო დანაკარგის მიზეზით არ შეექმნას

დაბრკოლება. საინტერესოა მიდის მოსაზრება,

როემლიც აქვე გავაანალიზეთ მოზარდში ჰეტეროსექსუალური მიდრეკილებების შენარჩუნებაზე. მიდი არა არის ჰომოფობი, თუმცა ამბობს,

რომ ამერიკელები მაინც ცდილობენ შვილებმა

ინტიმური პარტნიორის შერჩევისას ჰეტეროსექუალური მიდრეკილებები შეინარჩუნონ.

 ძალიან საინტერესოა შემდეგი თავი, რომელიც წარმოდგენილია მილორად პავიჩით. ესაა

საკითხი ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი,

თაობათა შორის კონფლიქტის თუ თანამშრომლობის შემთხვევები, ლიტერატური ჟანრები, რომელი ავტორი რომელ აუდიტრიაზეა წინდაწინვე ორინეტიებული ან გათვლილი გენდერული ნიშნით.

 რეკლამის სოციალური ფუნქციის ანალიზით მთავრდება მოცემული სახელმძღვანელო.

აქ წარმოდგენილია რეკლამის გენეზისი და

სტრუქტურა, რომელიც ჟან ბოდრიარისეული

ეგრეთ წოდებული თოვლის პაპის სინდრომით

სრულდება. ბოდრიარისთვის რეკლამას მაინც

აქვს პოლიტიკური შინაარსი. იგი აჩვევს ადამიანებს იყონ ნაკლებად კრიტიკულები და საკუთარი არჩევანი კონკრეტულად ხელისუფალთ

თუ არა, ზოგადად სოციუმს ანდოს. ალბათ

ბოდრიარს ველოსიპედის ხელახლა გამოგონების მცდელობა არ ჰქონია, უბრალოდ მან სოციოლოგიურ რეკლამის არსი გაანალიზა სოციოლოგიურ კატეგორიებში.

რედაქტორი ფილოსოფიის დოქტორი, სოციოლოგი, პროფესორი ამირან ბერძენიშვილი.

რეცენზენტი ფილოსოფიის დოქტორი, სოციოლოგი, ასოცირებული პროფესორი შორენა თურქიაშვილი. 

წიგნის გარეკანზე გამოყენებულია ქართველი მხატვრის, სოსო ქუმსიაშვილის ნამუშევარი.

გამომცემლობა უნივერსალი

წიგნი დააფინანსა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა