ჩხოროწყუში დასრულდა მძლეოსნობის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2026“-ის ფარგლებში ჩატარდა. ტურნირზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით უძლიერესი ახალგაზრდა სპორტსმენები გამოვლინდნენ.
ორმაგი გამარჯვება მოიპოვა ბარბარე ლეკიაშვილმა, რომელმაც როგორც 500 მეტრიან დისტანციაზე, ისე სიგრძეზე ხტომაში ოქროს მედლები დაისაკუთრა. 100 მეტრიან სპრინტში კი საუკეთესო დრო ზუკა ტურავამ აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტსმენების მომზადებაზე მწვრთნელმა ინდირა გრიგოლიანცმა იზრუნა.
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრი
https://www.facebook.com/share/p/1QnFZeif4e/
🏆 წარმატება მძლეოსნობაში
2026 წლის 2 მაისს, ქალაქ ახალციხეში გაიმართა ახალციხის ღია პირველობა მძლეოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ხობის სპორტის ცენტრის სპორტსმენები, რომლებმაც შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს:
🥇 მარიამ ლეკიაშვილი – I ადგილი (300 მ. რბენა) და II ადგილი (100 მ. რბენა).
🥈 ბარბარე ლეკიაშვილი – II ადგილი (100 მ. რბენა) და II ადგილი (500 მ. რბენა).
🥈 ზურაბ ტურავა – II ადგილი (100 მ. რბენა).
გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით.
ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს ამ წარმატებას! 🎉
მწვრთნელი: ინდირა გრიგოლიანცი







