27 მაისს ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა 26 მაისის — საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახალისო და შემეცნებითი ქვიზ-შოუ - “იცნობ შენი ქვეყნის ისტორიას?”🇬🇪
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა უპასუხეს სხვადასხვა საინტერესო კითხვებს საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ეროვნულ სიმბოლოებსა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ თემებზე. შეხვედრა დატვირთული იყო დადებითი ემოციებით, მხიარული მომენტებითა და ახალგაზრდული ენერგიით ქვიზ-შოუმ კიდევ ერთხელ გააერთიანა ახალგაზრდები და შექმნა მეგობრული, თბილი და საინტერესო გარემო, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცოდნასთან ერთად კარგი დრო გაეტარებინათ.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის, ჩართულობისთვის და იმ სასიამოვნო ატმოსფეროსთვის, რომელიც ერთად შევქმენით.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)