ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, "თავისუფლების თამაშებში" გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიება ანსამბლ "გორდელას" კონცერტით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









