ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა ქარიატის და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი ფოლადრკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,7 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ახალი ხიდი ორ მჭიდროდდასახლებულ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ნაკლების ჩვენება.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)