ქეთევან ტურავა კორეის ეროვნული პარკების მეგობრობის პროგრამაში მონაწილეობდა

 


ქეთევან ტურავამ მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროგრამაში კორეის ეროვნული პარკების მეგობრობის პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერება კორეის დაცული ტერიტორიების მართვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით. 2026 წლის კორეის ეროვნული პარკების მეგობრობის პროგრამა (KNPFP) 29 აპრილიდან გაიმართა სამხრეთ კორეაში.

ამ პროგრამის მეშვეობით მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დაცული ტერიტორიების მართვის ახალ ხედვებს, რაც უზრუნველყოფს პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნის პარკების მენეჯერები და რეინჯერები მონაწილე ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებენ.

„ხობის ინფო“ ამაყობს ჩვენი თანამოქალაქის წარმატებით! ქეთევან ტურავა ხობიდანაა (ხეთა). ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას, პროფესიულ წინსვლას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ სამომავლოდ! საქართველო და ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტად განვითარდება ასეთი კვალიფიციური და მიზანდასახული ადამიანების წყალობით.