დაიწყო ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წმ. სოფიოს არქიტექტურული კომპლექსის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. ამ სალოცავს ხალხი ,,აიასოფიას“, ხანდახან ,,ჯვარსოფიას“ უწოდებს.
ამ დიდებული საქმის სულისჩამდგმელი და ქტიტორი გახლავთ ბატონი ზურაბ ფილიპია; არქიტექტორ-რესტავრატორი ბატონი რევაზ შაშვიაშვილი; არქეოლოგი-ხობის საპატიო მოქალაქე ბატონი რევაზ პაპუაშვილი, ტოპოგრაფიული სამუშაოები შეასრულა ბატონმა გოგა კვარაცხელიამ.
მოგიწოდებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თუნდაც ერთი დღით მონაწილეობა მიიღოთ მუშაობის პროცესში, რაც თქვენი მხრიდან უაღრესად საღვთო და კეთილშობილური საქმე იქნება. დაგვიკავშირდით!
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)