ამა 2026 წლის მაისის 8 რიცხვში ჯეგეთის მთაზე გვესტუმრა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის უხერხემლოთა შემსწავლელი სამეცნიერო ჯგუფის წევრები. ვიზიტის მიზანი იყო ჯეგეთას მთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების და იქ გავრცელებული უხერხემლო ცხოველების შესწავლა, მათი შეგროვება, შემდგომი ლაბორატორიული დამუშავება და ტაქსონომიური იდენტიფიკაცია. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ლადო შავაძე, მარიამ გოგშელიძე, ანა მარგალიტაძე, ნაია მოდებაძე და ელეონორა ქირია. ჯეგეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან სერბმა მეცნიერმა დრაგან ანტიჩმა 2023 წელს მეცნიერებისთვის ახალი სახეობა — Acanthophorella aurita — აღწერა, რომელიც მხოლოდ ჯეგეთის მთაზე ბინადრობს და სანამ მისი გავრცელების წერტილები სხვაგან არ დადასტურდება, ვიწრო ადგილობრივ ენდემად ითვლება.
Საექსპედიციო ჯგუფის წევრების თქმით აღნიშნული ტერიტორია განსაკუთრებულად საინტერესოა სამომავლო ბიოლოგიური და ტაქსონომიური კვლევებისთვის, რადგან გამოირჩევა მდიდარი და ნაკლებად შესწავლილი ბიომრავალფეროვნებით.
წყარო: მალხაზ კუკავა




