კოლხური ცული, რითაც ძალიან ამაყები ვართ



კოლხური ცული, რითაც ძალიან ამაყები ვართ. ეს ხეთიდანაა, სოფელ წინაგოლაში შემთხვევით აღმოჩენილი. 30 წლის წინ თბილისში, ეროვნულ მუზეუმში წაუღიათ რესტავრაცია-კონსერვაციის მიზნით. ცულის შესახებ მე პირადად არაფერი ვიცოდი და ინფორმაცია მომაწოდა ხობის (ხეთის) მუზეუმის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ნანა ბუკიამ. ეროვნულმა მუზეუმის თანამშრომლების, ქალბატონების მაკა ბურჭულაძისა და ნინო ქობალიას ხელშეწყობით ეს შესანიშნავი არტეფაქტი ხობს დაუბრუნდა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მათ. შემთხვევით არაფერი ხდება, კოლხური ცულის დაბრუნება დაემთხვა ხობის (ხეთის) მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს და პირადად მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით ხორციელდება, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მათ. მწამს ყველა სიწმინდე, რომელიც ეკლესია-მონასტრებიდან გაიტანეს ბოლშევიკებმა, დაუბრუნდება თავის ისტორიულ ალაგს, რისთვისაც შესაბამისი სულიერი და მატერიალური მზაობაა საჭირო, იმედი მაქვს ეს დროც დადგება. 


https://www.facebook.com/share/p/17BcrvGdcZ/