ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 88 641 ლარს შეადგენს.
სტადიონზე დაიგება ხელოვნური საფარი, მოწესრიგდება ღობე და მოეწყობა გულშემატკივართა განთავსების სივრცე.
პარალელურად, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობის პროექტებს ახორციელებს.
https://www.facebook.com/share/p/1AqpN48aDX/