ცხენოსნური სპორტი დიდი სიყვარულით სარგებლობს სამეგრელოში. მეგრელი ცხენენჯი არ უშინდება უგზოობას, ავდარს, ბნელ ღამეს. მას უშიშრად გაუცურავს ადიდებული ენგური და ცხენისწყალი, ხობისწყალი, აბაშა და ტეხური. იგი თან იახლებს ცხენს ქორწილში, ტირილში, ბაზრობაზე, სახალხო დღეობებში. მეგრული ცხენები მრავლად იყვნენ ცხენოსანთა იმ სახელოვან დივიზიებში, რომელთაც კავკასიონთან გაანადგურეს გერმანელი დამყრობლები და შემდეგ შეუნელებლად მიეძალნენ უკუქცეულ მტერს.
ალიო ადამია, 1945 წ.
პ.ს. სიტყვა ცხენენჯი მომეწონა.
წყარო: ლევან ზვიადის ძე ღვინჯილიას პირადი ფეისბუკ გვერდიდან


