ხობელმა მძლეოსნებმა საქართველოს ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს


16-17 მაისს ქალაქ თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი (დიდებს შორის) ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის მძლეოსნობის ჯგუფის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

​ხობელმა სპორტსმენებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს:

  • ბარბარე ლეკიაშვილმა 800 მეტრზე გარბენში I ადგილი მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
  • ზურაბ ტურავამ შუბის ტყორცნაში III ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა!

​ვულოცავთ ჩვენს მძლეოსნებსა და მათ მწვრთნელს, ინდირა გრიგოლიანცს ამ წარმატებას და მომავალშიც კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!