ხობარი რევაზ გიორგაძე (ვიდეო)

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას სითბოთი და სიმშვიდით ავსებენ. რევაზ გიორგაძე უკვე 45 წელია ხობში ერთგულად ემსახურება თავის საქმეს და მას ყველა, როგორც გამორჩეულად თბილ და პატიოსან ხობარს, ისე იცნობს.

დღეს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეთ მის შესახებ: ბატონმა ფრიდონ გოცირიძემ ყურადღება მიმაქცევინა იმ მზრუნველობაზე, რომელსაც რევაზი მტრედების მიმართ იჩენს — ის უკვე თვეებია, ყოველდღე აპურებს მათ.

ეს კადრები სწორედ ამ უბრალო, მაგრამ ძალიან დიდ სიკეთეზე მოგვითხრობს. მადლობა ბატონ რევაზს ამ თბილი მომენტისთვის.

#ხობი #ხობარები #ხობიინფო #სიკეთე #ჩვენიქალაქი #Khobi