„გაზაფხულის ჰანგები“: ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში გამართული კონცერტი (ფოტო+ვიდეო)

 

7 აპრილს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართა კულტურის ცენტრთან არსებული საესტრადო სიმღერების წრის ღონისძიება — „გაზაფხულის ჰანგები“, რომელსაც ქალბატონი ქეთევან გულუა ხელმძღვანელობდა. კონცერტი დაემთხვა ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, თუმცა მასში გაზაფხულის სიხარულთან ერთად სევდაც იყო გარეული. წამყვანებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი 17 მარტს გარდაცვლილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას.

წრის წევრებმა მაყურებელს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს.

საღამოს განმავლობაში სცენაზე წარდგნენ: გიორგი აბშილავა, ანანო ალანია, მარიამ ალანია, ალექსანდრა ბუკია, მარი ბუკია, ნიაკო ბერაია, ანამარია გერგაია, ანასტასია გერგაია, გიორგი გერგაია, ნია გადელია, დემეტრე იოსავა, ნია კვირაია, ლილე ოკუჯავა, ნუცა სანაია, ანიტა შამუგია, ათუკა ჭუმბურიძე, ანა ყორშია და დემეტრე ჯგერენაია.

კონცერტის ფარგლებში შესრულდა როგორც კვარტეტული, ასევე ტრიოსა და დუეტის ნომრები. პროგრამა მოიცავდა შემდეგ მუსიკალურ ნაწარმოებებს: „გაზაფხული“, „სიმღერა საქართველოზე“, „ჩიტო, გვრიტი მოფრინავდა“, „სხვა არაფერს არ ვინატრებ“, „გაზაფხულს არა ჰყავს ბადალი“, „ო, რა კარგია ჩემი ქვეყნის ბუნება“, „გაზაფხულის მერცხალი ხარ“, „ფერთამთელიანი მაშალა“, „შენზე ფიქრებს ბედავს გული“, „ჩადი მთვარე“, „მიმღერე რამე“ და „ყვავილებში დამეკარგე“, რომელიც წრის ყველა წევრმა ერთად შეასრულა.

შემოქმედებით ნაწილში წრის წევრებმა მაყურებელს ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი მელოდიები წარუდგინეს, რომლებიც სამშობლოს, გაზაფხულსა და სიყვარულს ეძღვნებოდა. საღამო განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა, რადგან მისი დასკვნითი ნაწილი პატრიარქის ქადაგებიდან ამოღებულ დარიგებას დაეთმო. მასში უწმინდესი მომავალ თაობას მოუწოდებდა, ყოველი დღე ლოცვით დაეწყოთ და პირველ რიგში სამშობლოს გადასარჩენად ელოცათ. ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ქეთევან გულუას, ყველა შემსრულებელსა და მაყურებელს.