ქვემო ქვალონის პროფესიულ სასწავლებელში „ციფრული თაობა“ ჩამოყალიბდა – ახალგაზრდების ინიციატივები ტექნოლოგიური განვითარებისთვის
საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტისა და ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის პროფესიული სასწავლებლის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან თემაზე — „კომპიუტერული ტექნოლოგიები პრაქტიკაში“.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი — „ციფრული თაობა“, რომლის ფარგლებში მოამზადეს პროექტი — „ციფრული თავგადასავალი“.
ასევე, „ციფრული თაობის“ ინიციატივით დაიგეგმა კონფერენცია თემაზე — „კომპიუტერული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას საგანმანათლებლო პროცესში.
https://www.facebook.com/share/p/18WcVGArbN/
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)