ანრი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

 


ქ. ხობში,  ნოდარ შენგელიას სახელობის მინი სტადიონზე, მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდების მონაწილეობით ანრი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში.

 ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის სკოლის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი - ჭალადიდის საჯარო სკოლის  ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.

 სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.

ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.