ხობში ღონისძიებების სერიის „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში  სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ღონისძიებების სერიის „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და დაინტერესებულ პირებს სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარი და პროგრამები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს კი 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი გაიმართა.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.