21 აპრილს, სერბეთის ქალაქ ნოვისადში გამართულ 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე სამბოში, საქართველოს ნაკრების წევრმა სალომე ალანიამ მესამე ადგილი დაიკავა. ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი 47 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.