პირველ ხორგაში გოგა ბერაიას სახელობის მემორიალური ტურნირი დასრულდა

 


19 თებერვალს, პირველ ხორგაში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

დაძაბულ ფინალურ პაექრობაში ერთმანეთს ს.ს.კ. „ჭალე“ და „ჭალადიდი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 4-2 დასრულდა, გამარჯვება და გოგა ბერაიას სახელობის თასი ს.ს.კ. „ჭალეს“ გუნდმა მოიპოვა.

საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას, გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.


#ხობი #პირველიხორგა #ფეხბურთი #გოგაბერაია #მემორიალურიტურნირი #სპორტი #ხობისმუნიციპალიტეტი #ჭალე #ჭალადიდი






ფოტო მსალა გვერდი „ჭალე“