ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში დასავლეთ საქართველოს პირველობა გაიმართა მკლავჭიდში 18-წლამდელთა შორის.
ტურნირში 10 მუნიციპალიტეტის 80 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებული და პრიზიორი მკლავჭიდელები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასავლეთ საქართველოს პირველობა მკლავჭიდში ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.