გურიფულში მეუფე გრიგგოლმა აკურთხა ტაძარზე აღსამართი ჯვარი


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა  წმიდათა კვირიკესა და ივლიტას მშენებარე ტაძარი მოინახულა.

მეუფე გრიგოლმა აკურთხა ტაძარზე აღსამართი ჯვარი, დალოცა ტაძრის მაშენებლები და ხარების საუფლო დღესასწაული მიულოცა მათ.

ტაძრის მშენებლობას ხობის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კირიონ დარასელია ხელმძღვანელობს.