ხობელი მძლეოსნების წარმატება რეგიონალურ ტურნირზე

 


2026 წლის 17 აპრილს, ქალაქ ჯვარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ ტურნირს უმასპინძლა მძლეოსნობაში, სადაც ერთმანეთს უმცროსი ასაკის სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ.

შეჯიბრზე განსაკუთრებით წარმატებულად იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის მოსწავლეებმა, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს:

  • ელენე ბუკიაI ადგილი (60 მეტრზე რბენა);

  • ბარბარე ოკუჯავაII ადგილი (სიგრძეზე ხტომა).

სპორტსმენების მომზადებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე მწვრთნელი — ინდირა გრიგოლიანცი ზრუნავს.

ვულოცავთ პატარა ჩემპიონებს, მათ მშობლებსა და მწვრთნელს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ ასპარეზობებზე წარმატებულ გამოსვლებსა და მუდამ წინსვლას.


#მძლეოსნობა #ხობი #სპორტი #წარმატება #რეგიონალურიტურნირი #ჩემპიონები #სამეგრელოზემოსვანეთი