2001 წელს, ქალბატონები: ნელი ბუკია, სულიკო დარჯანია და ცისანა ცხადაია ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ

 


2001 წლის 29 დეკემბერი | ქ. თბილისი

ნ. ბუკიას, ს. დარჯანიასა და ც. ცხადაიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, განათლების სისტემის რეფორმირებაში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ ხობის რაიონის განათლების დარგის მუშაკები:

  • ნელი ბუკია – განათლების განყოფილების გამგის მოადგილე;

  • სულიკო დარჯანია – სოფელ ჭალადიდის საშუალო სკოლის დირექტორი;

  • ცისანა ცხადაია – სოფელ შუა ქვალონის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი.