ხეთა-ლარჩვა - მუნჩია (1914 წ.)


 

ს. ხეთა (ოდიში). ადგილობრივ მკვიდრთ უკვე განიზრახეს აქ წიგნთ-საცავ სამკითხველოს დაარსება. ნებართვის ასაღებად მიმართავენ ქ. შ. წ. კ. გ. ს. ზუგდიდის განყოფილებას.

შავი ზღვის რკინის გზის სასადგურო ადგილის შესახებ ხეთელებს ერთმანეთთან დავა აუტყდათ. მთელი საზოგადოების უმრავლესობას უნდა სადგურის გაკეთება „ლარჩვაში“, იმ ადგილას, სადაც სოფლის შუაგულია და უკვე არსებობს: სავაჟო და საქალებო სკოლები, სოფლის სამმართველო, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა და ოცზე მეტი სახელოსნო და სავაჭრო დუქნები. ადგილი თავისი მშვენიერი მდებარეობით გამოირჩევა ს. ხეთის სხვა კუთხეებისაგან და ყველას განსაკუთრებითი ყურადებას იქცევს.

წინააღმდეგ ამისა საზოგადოების ერთ მცირე ჯგუფს, ზოგიერთ პირად ინტერესების მიმდევარ პირთა შთაგონებით „სურვილი აქვს“ სადგური გაკეთდეს სოფლის ბოლო ადგილს დ. ხობის მახლობლად მდინარე მუნჩიასთან. თუ ეს უკანასკნელი ცდა გამართლდა, მთელი ხეთის საზოგადოება, გარდა იმ მცირედი ნაწილისა, ნამეტან დასჯილი იქნება.

13 აპრილს საზოგადოებამ სოფლის ყრილობაზე უმრავლესობის ხმით აირჩია თავისი ვექილები: მილიციის პრაპორშიკი მიხეილ ვ. ქორთუა, აზნა. კალისტრატე ა. ამერანი შარ—ძე კობახიძეები, ვლადიმერი ბ. ნაჭყებია, სპირიდონ გ. ხუბულავა, თევდორე ქირია, ვაჭარი თევდორე ბუკია, მიხა ი. ტურავა და ესტატე ბ. ლატარია.

ამათ მიანდო იშუამდგომლოს რკინის გზის სამმართველოს წინაშე სადგურის აშენება სოფლის შუაგულ ადგილ „ლარჩვაში“. ამ პირებმა სენაკიდან მოიწვიეს რკინის გზის დისტანციის უფროსი ინჟენერი ბ. კუნიცინი და დაწვრილებით ადგილობრივ გააცნეს ყველაფერი. ინჟენერმა მოიწონა სადგურ—ადგილის მდებარეობა.