ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N195-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44480 ლარი შეადგინა.
ქალაქ ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების განახლების პროგრამის ფარგლებში 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა.
.jpg)
.jpg)