ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N191-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 73332 ლარს შეადგენს.
მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქ ხობში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების განახლების პროგრამის ფარგლებში 14 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განახორციელა.


