თაკო ალანია - 15 წლის ფეხბურთელი ⚽️
ფეხბურთის თამაში 12-13 წლის ასაკში დაიწყო, ხობის „კოლხეთში“, სადაც დღესაც აგრძელებს თამაშს და განვითარებას. პატარა ასაკიდანვე გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, მონდომებითა და დიდი სიყვარულით ფეხბურთის მიმართ 💪
მისი პროგრესი და ძალისხმევა უკვე დაფასებულია, თაკო ადრე გამოძახებული იყო U17 ნაკრებში, რაც მისი ნიჭისა და შრომის ნათელი დასტურია.
თაკო ყოველდღიურად ცდილობს უკეთესი გახდეს, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გამოვიდეს მოედანზე, და თითოეულ თამაშში მაქსიმუმი დადოს.
წარმატებებს ვუსურვებთ თაკოს!❤️
