ხობის ქორეოგრაფიული სტუდიის პირველი გამოშვება

​წარმოგიდგენთ დოკუმენტს და ფოტოს ხობის კულტურული ცხოვრების ისტორიიდან.

​მასალებზე ასახულია ქალაქ ხობის ქორეოგრაფიული სტუდიის პირველი გამოშვება, რომელიც მოიცავს 1981-1985 წლებს. პირველ ფოტოზე (დოკუმენტზე) წარმოდგენილნი არიან სტუდიის მაშინდელი პედაგოგები და ხელმძღვანელები, ასევე ხობის კულტურის სახლის ისტორიული ხედი.

​მეორე ფოტოზე აღბეჭდილია სტუდიის პირველი გამოშვების სრული შემადგენლობა – მოსწავლეები ქართულ ნაციონალურ სამოსში და მათი ხელმძღვანელები, ხობის კულტურის სახლის ფონზე.

​ეს თაობა იყო პირველი, ვინც პროფესიულ დონეზე დაეუფლა ქართულ ქორეოგრაფიას ჩვენს მუნიციპალიტეტში.

​ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მარი კვარაცხელია 

​#ხობი #ისტორია #ქორეოგრაფია #ხობიინფო

ანსამბლ „ცოტნეიდელის“ ქორეოგრაფის კობა გერგაიას კომენტარი ფეისბუქ გვერდზე:
Koba Gergaia

როსტომ იაშვილი ,მელსი გრიგოლია სუხიშვილების ძველი თაობის მოცეკვავეები,თენგიზ ჩიტაია ჩემი პირველი მასწავლებელი,გოგო მირცხულავა დიდებული პიროვნება,აკომპანიატორი კარლო ჯაიანი,კიდევ იყვნენ აკომპანიატორები,ცხონებული გიზო გრიგოლია, ასევე აკადემიურ ანსამბლ ერისიონის აკომპანიატორი ჭალადიდელი რამინი ღონღაძე .როსტომ იაშვილი ხობში ფრიდონ სულაბერიძემ ჩამოიყვანა, ბატონი ფრიდონი კი ხობის რაიკომის მდივანმა ცხონებულმა ნუგზარ ნადარაიამ ჩამოიყვანა, რადგან მას დრო არ ქონდა აქ მუშაობის,ამიტომ მისი რეკომენდაციით როსტომ ზურა ასე ეძახდნენ იაშვილი ჩამოიყვანეს,როსტომმა მელსი გრიგოლია მოიყვანა,ესენი ერთად ცეკვავდნენ,მელსი იყო უნიჭიერესი გამორჩეული , ქორეოგრაფი,ამათმა გამზარდეს.