ლიდერი, მეცენატი, დეპუტატი

„ქვეყნებსა და ხალხებს, მეზობლებსა თუ გეოგრაფიულად დაშორებულებს, ერთმანეთთან სულიერი და პოლიტიკური კავშირისთვის სჭირდებათ თავისებური შუამავლები, რეალური პიროვნებები, რომლებიც შემდეგ მათი სიახლოვის სიმბოლოებად იქცევიან“

— ხორხე ლუის ბორხესი

„ნუ ამაყობ, როცა სიკეთეს აკეთებ, ის უფლის ნაბოძებია. იგი ადამიანს ისე უხდება, როგორც კარგი სამოსი“

— პეტრე მოციქული

საქართველოს მოსახლეობა 21 მაისს მორიგ საპარლამენტო არჩევნებს ირჩევს, რომელიც, როგორც ამბობენ, უფრო განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხობის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინა გოდერძი ბუკია, რომელიც მეოთხედ იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტში.

[გვერდი 9] - ფოტო 74304 (გაგრძელება)

გოდერძი ბუკიას ახალ იდეებს უბადლო რეალიზატორს უწოდებენ. ერთ-ერთმა თანამემამულემ მას ყველაზე გახმაურებული და წარმატებული პროექტისთვის - „სიმღერა სამეგრელოზე“ კოლხი რაინდიც კი შეარქვა. ნაცნობი და ღიმილიანი ადამიანი, რომელმაც ხობში განვლილ ყმაწვილკაცობაზე, როგორც დეპუტატმა და მეცენატმა, თავისი საქმიანობით კიდევ უფრო ახლობელი გახდა აქაურთათვის.

მან შეძლო თავისიანების გულისნადების გამოცნობა: ხობელ კაცს ხომ ყველაზე დიდი გაჭირვების წლებშიც მეგრული სიმღერა და სასიმღერო ტრადიციებისადმი თაყვანისცემა აძლიერებდა. ეს იყო სტიმული და ძალა, რომლის დახმარებითაც ამ კუთხის მკვიდრებმა მრავალ ქარტეხილსა და გაჭირვებას გაუძლეს.

[გვერდი 10] - ფოტო 74303

2007 წლის ფესტივალის ნამდვილი გვირგვინი იყო ძუუ ლოლუას სახელობის ფოლკლორის მუზეუმის გახსნა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ასე იქცა „სიმღერა სამეგრელოზე“ საერთაშორისო ბრენდად, რომლითაც დღესაც ამაყობენ ხობი და დანარჩენი საქართველო.

სწორედ ამ მადლზე ლაპარაკობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, როცა ფესტივალის მონაწილეთ მიმართა: „ეს ფესტივალი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას იმ უდიდეს წვლილს, რომელიც ამ კუთხის შვილებმა შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში. მეგრული სიმღერა - ეს არის ჩვენი ერის უმშვენიერესი, უნაზესი და ამავე დროს, უძლიერესი სულის გამოვლინება...“

[გვერდი 12] - ფოტო 74302

გოდერძი ბუკიას სამომავლო გეგმები ხობის რაიონში საშუალო ფენის ჩამოყალიბების კონკრეტულ პროგრამას უკავშირდება. მას აუცილებლად მიაჩნია ხობის მკვიდრთა პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოყენება, ახალ რეგიონალურ პროექტებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა.

საქველმოქმედო ფონდი „ხობი“ ყველაფერს იღონებს, რომ მისი ყურადღების მიღმა არცერთი მიუსაფარი და უმწეო არ დარჩეს. უმუშევრობის შემცირებას, გოდერძი ბუკიას თქმით, უთუოდ შეუწყობს ხელს სპირტისა და სიმინდის ზეთის ქარხნის მშენებლობა ხობში.

[გვერდი 15] - ფოტო 74301

„აბრეშუმის გზის“ ამ მონაკვეთზე მთელი მისი ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა, ხდებოდა კულტურათა ურთიერთგაცვლა, რამაც მრავალი ქვეყნისა და ხალხის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

საუკუნეთა განმავლობაში „აბრეშუმის გზა“ ადამიანთა დაახლოების, იდეებისა და ცოდნის, ენობრივი და კულტურული სიმდიდრეთა ურთიერთგაცვლის პოლიგონად იყო მიჩნეული.

[გვერდი 18-19] - ფოტო 74299

გოდერძი ბუკიას განცხადებით, პოლიტიკა და დიპლომატია შესაძლებლობის ხელოვნებაა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება ყველა ქართველი პოლიტიკოსის ვალია.

დეპუტატობის კანდიდატი თავის ამომრჩეველს ყველაზე სანუკვარი პროექტის განხორციელებაზე მიუთითებს - რომელიც მორწმუნეთათვის სულიერ სახლად იქცევა. სადაცაა დასრულდება ხობის უნიკალური სამონასტრო კომპლექსისა და კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციის მშენებლობა. ამ პროექტზე გოდერძი ბუკია განსაკუთრებული მოწიწებითა და მოკრძალებით უყვება ხობელ ამომრჩეველს.

ხობის მოსახლეობა კი არჩევანს 21 მაისს გააკეთებს.

შენიშვნა: ტექსტში ზოგიერთი გვერდი შეიცავს საარჩევნო წარწერას: „ფასიანი პოლიტიკური