ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა, შალვა მეტრეველმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა და მონიტორინგის შედეგები გააცნო.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი ცივი შესხურებით წამლობებს დაიწყებს, მოგვიანებით კი ტერიტორიები თერმული ნისლით დამუშავდება.