უნიჭიერესი ქალბატონი ქეთი ქირია გვიზიარებს ისტორიას არკადი წურწუმიას შესახებ. ეს არის ამბავი, რომელიც იწყება ხობის სოფელ გურიფულში, გადის სმოლენსკის მძიმე ბრძოლებზე, გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებსა და იტალიაში ბიძაშვილების მოულოდნელ შეხვედრაზე, და სრულდება ხობის პირველი საჯარო სკოლისა და პირველი ხორგის სკოლის ისტორიაში დატოვებული დიდი კვალით.
ბაბუაჩემი, არკადი
ესტატეს ძე წურწუმია დაბადებულა 1916 წლის 18 იანვარს, ესტატე ბათუს ძე წურწუმიასა
და პისტი სახოკიას მრავალშვილიან ოჯახში (8 დედმამისშვილიდან ბაბუაჩემი მე-6 იყო. ამათგან 6 გოგო და 2 ვაჟი).
გადმოცემით ვიცი, სამწუხაროდ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გამაჩნია, პისტი სახოკია
იყო უტუ მიქავას უმცროსი დის, ნინას ქალიშვილი, რომელიც მეორე გურიფულში იყო გათხოვილი
(თინა სახოკიას მამა, ბესა სახოკია (მეც მახსოვს) და ბაბუაჩემის დედა ალალი ბიძაშვილები
ყოფილან, ნათესაობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს) ნინას გარდა უტუ მიქავას ყოლია
კიდევ ერთი და, ულამაზესი ნათელა, რომელიც ოსმალეთში, ხონთქრისთვის მიუყიდიათ ბედოვლათ დადიანებს.
1937 წელს ბაბუაჩემმა
იქორწინა მარიამ-მარო ილიას ასულ კოკაია-წურწუმიაზე, რომელიც პირველი საშუალო სკოლის
დაწყებითი კლასის მასწავლებელი გახლდათ.
1939 წლის 8 იანვარს ამ ქვეყანას მოევლინა მათი უფროსი შვილი დემური, 1940 წლის 10 თებერვალს
დედაჩემი ინეზა. ბაბუას 1936 წელს ჩაუბარებია მისაღები გამოცდები სოხუმის ინსტიტუტში
ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებაც ვერ შეძლო, რადგან 1939 წლის
მიწურულს გაუწვევიათ სამხედრო სამსახურში, 41-ში კი დიდი სამსამულო ომი დაიწყო. მისი
პირადი წერილებიდან გავარკვიე, რომ ის მსახურობდა სმოლენსკის ოლქის დოროგობუჟის რაიონში, სადაც 1941 წლის 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით გამართულ 4 დღიანი შეტაკების შედეგად
მთელი ასეული განადგურებულა და სამხედროების უმეტესობა ტყვედ ჩავარდნილა. ბაბუა ჯერ
დახაუს, შემდეგ კი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაუყვანიათ. გათავისუფლების შემდეგ
იტალიის განთავისუფლების ოპერაციაშიც მიუღია მონაწილეობა. მილიონჯერ მაინც მაქვს მოსმენილი,
როგორ გადაეყარა შემთხვევით მის ბიძაშვილ, ლადი წურწუმიას და მთელი იტალია როგორ უკრავდა
ტაშს მათ შეხვედრას, საოცარი მოყოლის უნარი ქონდა,
ასე მთელი ევროპა ფეხით მაქვს მოვლილიო, ამას ხშირად იმეორებდა. 1946 წელს დაბრუნებულა
ხობში. 1948-50 წლებში სწავლობდა აკ. წერეთლის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სამასწავლებლო
ინსტიტუტში,
1951-55 წლებში კი პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1957-დან 1977 წლის ჩათვლით იყო, მთელი ოცი წელი პირველი ხორგის საშუალო სკოლის დირექტორი, ახალი შენობის აგებას დიდი ძალისხმევა შეალია. შემდეგ კი განათლების განყოფილებაში მუშაობდა. იყო საოცრად ერუდირებული, უნიკლური ნიჭის პატრონი, მის შრომისმოყვარეობასა და იუმორზე თანასოფლლები დღესაც ყვებიან.
„ხობი ინფო“ აფასებს თითოეული მკითხველის ჩართულობას ჩვენი კუთხის მემატიანეობის საქმეში. მადლობა ქეთი ქირიას არკადი წურწუმიას შესახებ მოწოდებული საინტერესო მასალისთვის. ჩვენი მიზანია, არცერთი ღირსეული წინაპრის სახელი არ მიეცეს დავიწყებას.
![]() | ||
1948 წლის ფოტო არკადი წურწუმია ლებარდეში
|
![]() |
| 1957 პირველი ხორგის სკოლა მასწავლებლები და მოსწავლეები. შუაში დგას ფუფული ვლადიმერის ასული შელია |



.jpg)
.jpg)




















.jpg)

