მარიამ ყოლბაია ხობის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

 

 ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალგაზრდული საბჭოს ფუნქციონირებასთან, უფლებამოსილებასთან, საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სათათბირო ორგანოს წევრებმა, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარედ, მარიამ ყოლბაია აირჩიეს.

ახალგაზრდული საბჭოს შექმნის უმთავრეს მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების მონაწილეობის, ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებების, რჩევების შემუშავებისა და წარდგენის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.