ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის მკლავჭიდის სექციასა და ამ სახეობის განვითარებას ჩვენს რეგიონში, უკვე სამ ათწლეულზე მეტია, სათავეში უდგას საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი — კობა თუთბერიძე.
ბატონმა კობამ 1995 წელს ჩაუყარა საფუძველი ხობის მკლავჭიდის სკოლას, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად ითვლება. მისი, როგორც სპორტსმენის გზა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობით დაიწყო, მოგვიანებით კი მკლავჭიდში გადაინაცვლა, სადაც არაერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორი, დასავლეთ საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი და ვეტერანებს შორის გამარჯვებული.
მისი მრავალწლიანი შრომის მთავარი დასტური მისი აღზრდილების შედეგებია. კობა თუთბერიძის ხელში გაიზარდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, მათ შორის ხობის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი — გენადი კვიკვინია.
საერთაშორისო ასპარეზზე ხობის სახელით ასახელეს ქვეყანა:
ვილენ გაბრავამ, გოჩა სიჭინავამ, დათუნა ჟიშქარიანმა, ანრი ბუკიამ, დიტო ბუკიამ, გიგა კოდუამ, საბა დანელიამ, გოგა დანელიამ და საბა ლატარიამ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოს ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, რაც მწვრთნელისა და სპორტსმენების ერთობლივი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგია.
ბატონი კობა 2015 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტია. იგი დღესაც აქტიურად აგრძელებს მომავალი თაობების აღზრდას. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და წარმატებულ საქმიანობას ჩვენი მუნიციპალიტეტის სასახელოდ.
#ხობი #სპორტი #მკლავჭიდი #ჩვენიგუნდი #ხობისსპორტისცენტრი
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)