ქარიატაში დამშრობი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 


ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში დამშრობი ქსელის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

ქარიატის მასივზე მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა, მდინარე ცივის ნაპირზე  მიწაყრილების მოწყობა და წყალშემკრები არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 პროექტის განხორციელების შედეგად მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა გაიზრდება.