🙏🏼 იმდენჯერ მოვუსმინე ამ ადამიანს, გადავწყვიტე ეს ამონარიდი თქვენთვისაც გამეზიარებინა!
დ ი ხ ა უ ჩ ა ქ დ ი ნ წ ყ უ!!! 😢
რადგან ტელევიზიას შევეხე, მინდა გულისწყრომით აღვნიშნო, რომ რაც ამ დღეებში ტელევიზიების, მათ შორის ოპოზიციური არხების საშუალებითაც გავიგეთ პატრიარქის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე და საერთოდ მის ფენომენზე უფრო მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა ხალხს დამიჯერეთ, ისინიც, ვინც კიდევ ბედავს და აუგად მოიხსენიებს მის სახელს, ისინიც იმ აურაცხელ რიგში იდგებოდნენ!
შარშან ემიგრაციაში ყოფნისას მომსწრე ვიყავი რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებისა. გავაკეთე შედარება. არა რა, საოცარი ერი ვართ, ისე ლამაზად, ისე ორგანიზებულად გეგონება რეპეტიციები ჰქონდათ გავლილიო, ასეთი დატირება ალბათ არავის ჰქონია და ეჭვი მეპარება აწი ვინმეს ექნეს. დატირებაში მე ხალხის სიყვარულს და ალალ ცრემლებს ვგულისხმობ! ეს სიყვარული არავის დამსახურება არ არის, ეს სიყვარული არავის ნაკარნახევი არ არის, ამ სიყვარულის მიზეზი მხოლოდ პატრიარქია და მთელი ნახევარი საუკუნე ყოველი მისი ქადაგება თუ გალობა ეძღვნებოდა მხოლოდ სიკეთეს და ერთმანეთის სიყვარულს. მართალი გითხრათ თვალებით ვეძებდი ,,ოპოზიციელებს", მაგრამ ვერ ვიპოვე. რატომღაც მეგონა მიაგებდით პატივს. ის ხომ ყველას პატრიარქი იყო. თუ იტყვით იმას, რომ ვინმემ ,,არ გაგატარათ", მაშინ მოიტყუებით. რადგან ამას თქვენ თვითონაც არ დამალავდით. ნამდვილად არ მოეწონებოდა პატრიარქს თქვენი საქციელი. ...და თუ არ აღიარებდით მაშინ ოპოზიციურ არხებზე რატომ იჭრით ვენებს მისი სიყვარულით? რა ახსნა აქვს ამას?
მგონი არაა ძნელი მისახვედრი, რომ ძალიან ცოტანი ხართ და დროა იფიქროთ პატრიარქის ანდერძად დატოვებულ სიტყვებზე! მალე ახალი პატრიარქი ეყოლება საქართველოს და ღმერთმა ქნას არანაკლები სიყვარული დაემსახურებინოს ხალხისგან! დაე, ყველა ის ნატვრა და მიზანი რაც ილია მეორეს ჰქონდა და ერთ-ერთი მათ შორის ერის გამთლიანება, დასრულებულიყოს კეთილად!
ყველაფერი კარგად იქნება თუ ხალხის მაჯის ცემას მოუსმენთ! მშვიდობა მოგვცეს უფალმა! 🙋♀️❤️🙏🏼