2026 წლის 22 მარტს, დიდი მარხვის მე-4 კვირას, ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილი წირვა განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა. დეკანოზმა კირიონ დარასელიამ მრევლს უდიდესი სიყვარულით გაუზიარა პირადი მოგონება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შესახებ. მან გაიხსენა 2000 წელი, როდესაც ჩვენმა ეპისკოპოსმა საპატრიარქოში მიიყვანა. უწმინდესი მათ მხნედ შეეგება, პირადად გამოჰკითხა ოჯახური მდგომარეობა და სწორედ მისი კურთხევით დადგინდა მამა კირიონი ღვთისმსახურად — ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. დეკანოზმა აღნიშნა, რომ მასში იმდენი სიკეთე იყო, რომ პატრიარქთან სიახლოვეც კი უდიდესი მადლი იყო, რასაც ნებისმიერი ადამიანი გრძნობდა. მან მადლიერება გამოხატა უფლის მიმართ, რომ სწორედ ამ პერიოდში მოუწია მსახურება და უწმინდესის ხელით მიიღო კურთხევა უფლის სამკალში სამოღვაწეოდ.
საეკლესიო კალენდარი — 2026 წელი
დიდი მარხვა
კვირა
22 მარტი (ახ. სტ.)
9 მარტი (ძვ. სტ.)
დიდი მარხვის მე-4 კვირა, ღირსისა იოანე კიბისაღმწერელისა - კლიმაქსისა. (649) ხმა 8. 40 მოწამეთა, სებასტიის ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხიოსისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, ვალენტისა, ვივიანესი, კლავდიოსისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთიოსისა, ილიანესი, სისინიოსისა, ანგიასი, აეტიისა, ფლაბიოსისა, აკაკისა, ეკდიკიოსისა, ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ილიასა, გორგონიოსისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონოსისა, ნიკოლოზისა, ვალერიუსისა, ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ხუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსისა (დაახ. 320); მოწამისა ურპასიანესი (დაახ. 295); წმინდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღვთისმეტყველის ძმისა (დაახ. 369); მართლისა ტარასისა.






























