უფლის ტაძარი, რომელსაც მე-19 საუკუნის ბოლოს ,,სამეგრელოს სიამაყე ხობის მონასტერი“ უწოდეს, უდიდეს სიწმინდეთსაცავს წარმოადგენდა 1923 წლის 23 აპრილამდე, ბოლშევიკებმა დახურეს. სიწმინდეები სხვადასხვა მუზეუმებში გადაიტანეს... კომუნისტების მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაფუჭდა და დაიკარგა...
1989 წლის 16 სექტემბერი დაუვიწყარი დღეა ხობელთა ისტორიაში, ამ დღეს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხობის მონასტერი კვლავ აამოქმედა. შემდგომ ბევრჯერ ჩამობრძანდა ხობში, მასთანაც ბევრჯერ ვყოფილვართ ხობელები, ძალიან თბილად, მამაშვილურად გვხვდებოდა... ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ახლა არ არის ამის დრო. 49 წელი ატარა უმძიმესი ჯვარი!
პატრიარქი უფლის მოწოდებით მარადისობას შეუერთდა... ღმერთმა აცხონოს! საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ!




































